1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6583 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6583 ლარი ეღირება, ევრო – 2.8585 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2410 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6619 ლარი ღირდა, ევრო – 2.8429 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2044 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 15 თებერვალს ამოქმედდება.