1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5461 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5461 ლარი ეღირება, ევრო – 2.7801 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1829 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5517 ლარი ღირდა, ევრო – 2.7734 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1547 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 5 აპრილს ამოქმედდება.