1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5517 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5517 ლარი ეღირება, ევრო – 2.7734 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1547 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5563 ლარი ღირდა, ევრო – 2.7802 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1634 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 აპრილს ამოქმედდება.