მამუკა მდინარაძე – გიორგი ბარამიძემ ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა

ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი ბარამიძემ ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბარამიძემ ისევე დააბრალა ქართულ მხარეს ომის დანაშაული, როგორც რუსეთ-საქართველოს ომიდან ორ თვეში რეზოლუაციაზე ხელმოწერისას.

„ბარამიძემ თქვა, რომ ქართული მხარე ტყვეებს ხვრეტდაო. მისი საქციელების, ნამოქმედარის და ნათქვამის „გამპრავებელი”, უკაცრავად აქაც ჟარგონისთვის, ჟურნალისტები ისეთი მდგომარეობაში ჩააყენს, რომ ისინი ამბობდნენ: აი, დახვრეტაში გულისხმობდა იმას, რომ ესროდნენო. დახვრეტა და ბრძოლა არის სხვადასხვა. ამ „გაპრავებამდე” მივიდა ჟურნალისტიც კი, რომ სამხედრო დანაშაულის დამბრალებელი ბარამიძე დაეცვა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.