9 ოქტომბრის ღამით ზაპოროჟიეზე მასირებულ სარაკეტო იერიშს 17 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანი ანატოლი კურტევი Telegram-ზე წერს.
მისივე თქმით, განადგურებულია 5 სახლი, კიდევ 40 კი დაზიანებულია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია 40 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
ამასთანავე, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ ადამიანები რჩებოდნენ.