“სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი მსგავსი დანაშაულების გამო ადამიანები უვადო პატიმრობით ისჯებიან,” – ამის შესახებ “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლევან მამალაძემ “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “დროული კითხვები” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. (იხილეთ ვიდეო)
როგორც მამალაძემ გადაცემაში განმარტა, მიხეილ სააკაშვილს, სახელმწიფოს წინაშე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, თუმცა დღეს, ის სასჯელს საავადმყოფოში იხდის.
“მეც და თქვენც კარგად ვიცით, რომ მითვისებული 9 მილიონი გააფორმეს, როგორც პიჯაკების საქმე, რომლისთვისაც დღეს, სააკაშვილი სასჯელს ოროთახიან საავადმყოფოში იხდის. ხოლო, საკითხები, რომლებიც პირდაპირ კოდექსშია ჩადებული, მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის მოშლა, მოწინააღმდეგისთვის შეიარაღების გადაცემა ბრძოლის გარეშე, მითვისებული თანხები, დახოცილი ადამიანები, სტრატეგიული ობიექტების ოკუპანტზე გადაცემა – აი, ეს არ უნდა გამოგვრჩეს არასოდეს… ეს მისი პირდაპირი დანაშაულია და სხვათა შორის, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ სწორედ მსგავსი დანაშაულების გამო ადამიანები უვადო პატიმრობით ისჯებიან,” – განაცხადა ლევან მამალაძემ.