„ვეტერანები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები, რომლებმაც მამაცურად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა“ – თავდაცვის მინისტრი

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლის დასაწყისში თავდაცვის მინისტრმა ვეტერანებს ­17 ოქტომბერი – ვეტერანების დღე მიულოცა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვეტერანები ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები არიან, რომლებმაც მამაცურად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა.

„ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები, რომლებმაც მამაცურად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თითოეულ ვეტერანს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.