„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართულ კანონპროექტს შალვა პაპუაშვილი ხელს დღეს მოაწერს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართულ კანონპროექტს ქვეყნის პირველი კანონმდებელი ხელს დღეს მოაწერს. შალვა პაპუაშვილის ხელმოწერის შემდეგ კანონი ძალაში შევა.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავე დროს, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.