საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ თუ 2022 წელს კოვიდინფექცია გადაიტანეთ და ხართ აცრილი, ამ შემთხვევაში ინფექციის რეინფიცირებისგან 4-ჯერ უფრო დაცული ხართ.
„ახალმა კვლევამ პორტუგალიიდან დაადასტურა, რომ თუ ხარ აცრილი და გადაიტანე კოვიდი 2022 წელს ( სავარაუდოდ, ომიკრონი) 4-ჯერ უფრო დაცული ხართ კოვიდის რეინფიცირებისგან, ვიდრე აუცრელი ადამიანები, ვინც გადაიტანა კოვიდი, აგერ, ბატონო, ფაქტია, რომ კოვიდ ვაქცინა დაინფიცირების შემთხვევაშიც გიცავს, გამგები გაიგებს… უაზრო კომენტარები “მუშკეტერებს” გაუგზავნეთ“, – წერს ფხაკაძე.