თქვენი პასუხი „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე მიუღებელია, - ნათქვამია წერილში, რომელიც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრსელ კაცმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს გაუგზავნა.

"გულგრილობა, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ "ჰამასის" ტერორისტების მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მოხსენების მიმართ, გულდასაწყვეტია", - აღნიშნავს ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ისრაელ კაცმა წერილში განაცხადა, რომ "ჰამასის" მსხვერპლნი ებრაელები რომ არ ყოფილიყვნენ, გაეროს გენერალური მდივნის პასუხი ბევრად უფრო მტკიცე იქნებოდა.

"UNRWA [პალესტინელი დევნილების გაერთიანებული ერების დახმარების სააგენტო] თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ იყო ჩართული ხოცვა-ჟლეტაში. "ჰამასის" ტერორისტულ საქმიანობაში ორგანიზაციის ათასობით თანამშრომელი იყო ჩართული", - აღნიშნა ისრაელ კაცმა.

"გაეროში თქვენი მოღვაწეობა დაამახსოვრდებათ ორგანიზაციის სტატუსის ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაყვანით, რის გამოც ის გახდა ანტისემიტიზმისა და ანტიისრაელის წაქეზების ცენტრი", - დასძინა მან.