სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

„დასრულდა განხილვა, შეგახსენებეთ, რომ ჩვენ, დაახლოებით, 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. კარგად ცნობილია საქმის მასალები, შუამდგომლობის ფორმაც, მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაც, შესაბამისად მოგახსენებთ გადაწყვეტილებას, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან განჩინების აღსრულების გადავადების შესახებ, არ დაკმაოფილდეს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, – განაცხადა მოსამართლემ.

სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს. შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროცესები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.