თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.
გადაწყვეტილება თბილისისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სხდომას თავად ოქრუაშვილი არ ესწრებოდა. პენიტენციური სამსახურის წერილის მიხედვით, ბრალდებულს პროცესში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონდა.