ევროპის დღეს ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია, ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს სურვილს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპის დღეს ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს თქვენს სურვილს – კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის. ეს არის გზა ევროკავშირისა და ჩვენი საერთო მომავლისკენ. ეს არის გზა, რომელზეც თქვენს ქვეყანას ევროკავშირი მხარს დაუჭერს“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.