2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი ივნისის თავისუფალი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელსაც რომ ორნიშნა მაჩვენებელზე გავა იანვარ-აგვისტოს საშუალო წლიური ზრდის 10.3 % მაჩვენებელთან ერთად მსოფლიოში ბანკის ზრდის ახალი, დაკორექტირებული პროგნოზიც ადასტურებს.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და პანდემიის შედეგების ზემოქმედების პირობებში, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი ივნისის თავისუფალი მოსალოდნელი 5.5 პროცენტის ნაცვლად, 8.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში,რასაც ხელი შეუწყო შიდა მოთხოვნის აღდგენამ და ფულადი გზავნილების წმინდა მაჩვენებლის ზრდამ. ისევე როგორც ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით.
ამასთან, მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში 2022 წელს წარმოებული პროდუქციის მოცულობა 5.6 პროცენტით გაიზრდება, რაც უსწრაფესია ევროპის და ცენტრალური აზიის ქვერეგიონებს შორის.
წლის პირველი რვა თვის განმავლობაში რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
ამავე მოხსენების თანახნად 2023 წელს, მოსალოდნელია ფასების ზრდის ტენდენციის კლება, რადგან მოთხოვნა შემცირდება და გრძელვადიანი ფიქსირებული ფასის კონტრაქტები სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგომატარებლების ფასით გამოწვეული შოკების შერბილებას.
ზოგადად, რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაბალ – დაახლოებით 0.3 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, მიმდინარე ინფლაციის მაღალი დონის, გლობალური საფინანსო ბაზრების გამკაცრების და რეგიონში არსებული გამოწვევებით სავსე ფისკალური მდგომარეობის პირობებში. ამ ფონზე ვხედავთ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვერეგიონში აღინიშნება საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა და 2022 წელს პროდუქციის მოცულობა 5.6 პროცენტით გაიზრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით“
მაღალი ეკონომიკური ზრდის და მიმდინარე პოზიტიური ტენდენციების ფონზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.
მსოფლიო ბანკის გარდა კიდევ ერთმა მეტად ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აზიის განვითარების ბანკმა სექტემბერში 7 %-მდე გაზარდა, აპრილის 3.5 % -დან, ხოლო წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-ის მიერ განახლებული შეფასების მიხედვით, წელს საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 4 პროცენტული პუნქტით მეტია.
გაზრდილია მთავრობის პროგნოზიც 9 %-მდე, რაც პირველ რიგში უკვე აისახა ბიუჯეტის გაზრდილ პარამეტრებში, რაც ბიზნესის მხარდამჭერი, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდასთან ერთად, მაღალი ზრდის დადებითი ეფექტის მახასიათებელია.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ძლიერმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკონომიკის მდგრადობას გასული წლების განმავლობაში.
შარშანდელ წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, მათ შორის პირველ ორ კვარტალში პირდაპირ ი უცხოური ინვესტიციების გაოთხმაგებული მოცულობა, ხოლო აგვისტოდან მოყოლებული ინფლაციის შემცირების ტენდენციები, საწვავზე და ხორბალზე ფასების შემცირება ნათლად მიანიშნებს, რომ გაზრდილი საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს რა მდგრადობას, ჩვენი შეფასებით მიმდინარე წელსაც ორნიშნა ზრდის 10.5 %-იანი მაჩვენებლით დაასრულებს“,– წერს ცუცქირიძე.