მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის” მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ გოროზია დააკავეს

სამართალდამცავებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მარტვილის საკრებულოს წევრი ზაალ გოროზია დააკავეს.

ის ცოლზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული.

შსს-ში ერთი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.