საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“ – სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობის და არც ძალის დემონსტრირებას არ ახდენს , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.
მისი თქმით, კანდიდატის სტატუსი არა, რომელიმე ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ მიიღწევა და ამ პროცესში ყველა შეიტანს თავის წვლილს.
„საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“ – სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფების არსებობა არც ერთიანობის და არც ძალის დემონსტრირებას არ ახდენს. ევროკავშირის კანდიდატობა არა ერთი პარტიის მიერ, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ მიიღწევა. ყველას შეაქვს წვლილი, ყველა იღებს ამ წვლილის აღიარებას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადების მიზნით, ოპოზიცია ცალკე პროცესს იწყებს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას გეგმავს.