“ქართული ოცნებიდან” მოდის საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე, მათ სურთ რუსეთის შემოსვლა – ზვიად ბაღდავაძე

არცერთი ნორმალური ადამიანი არ ფიქრობს საქართველოს ომში ჩართვაზე, “ქართული ოცნებიდან” მოდის საუბარი ამაზე, თავის თავში მოიკითხონ ომის და რუსეთის შემოსვლის მსურველები, – განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ზვიად ბაღდავაძემ, რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, გადაცემაში “დროული დიალოგი” ეკა სეხნიაშვილთან ერთად.

მისი თქმით, უკრაინაში მებრძოლი ქართველები იქ იცავენ როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს და არავის სურს, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას საქართველოში.

“არავინ არ აპირებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და ნუ იძახიან ამ სისულელეს. საქართველოში ომის გადმოტანას არავინ ფიქრობს და ერთხელ დ სამუდამოდ, დასრულდეს ამ საკითხზე ლაპარაკი. ეს ხდება იმიტომ, რომ აბრალებენ სხვას იმას, რაც მათ უნდათ. უნდათ, რომ გავხდეთ რუსეთის გუბერნია. ეს ყველაფერი, მოდის “ქართული ოცნებიდან”. არავინ, არცერთი ნორმალური ადამიანი არ ფიქრობს საქართველოს ომში ჩართვაზე. თავის თავში მოიკითხონ ომის და რუსეთის შემოსვლის მსურველები”, – განაცხადა ზვიად ბაღდავაძემ.