საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი. ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ თქვენი ნახვა. გუშინ ვიყავი ბაქოში, დღეს ჩამოვედი თბილისში. ეს, პრინციპში, ასახავს იმას, რამდენად ვაფასებ საქართველოს ნატოში და ასევე მივესალმები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრძანდებოდით თბილისში. მე ახლა თბილისში ვარ და ეს ადასტურებს, რომ ჩვენ აქტიური პოლიტიკური დიალოგი გაგვაჩნია პარტნიორებს შორის. საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. ნატო აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება უკან გაიწვიოს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა. ეს არც სამართლიანია და არც თავისუფალი იყო არჩევნები რუსეთში. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში, როდესაც ამ სირთულეების წინაშე იმყოფება. ამიტომ არის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. ნატოს მოკავშირეები 99% მხარდაჭერას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მივესალმები იმას, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი იმყოფება თავშესაფრის მაძიებლად და ფინანსურ, ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ ეს მოვლენები შეწყვიტოს”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.