როდესაც ვემზადებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ გამოხატოს მხარდაჭერა -ირაკლი ჩიქოვანი

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვემზადებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის რაც შეიძლება, მეტმა წევრმა სახელმწიფომ გამოხატოს მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ბულგარეთმა მიიღო ფართო დეკლარაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მინისტრთა კაბინეტი.

„ჩვენ ამ მხარდაჭეეის გამოხატვის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითები ვნახეთ, მათ შორის, ბულგარეთიდან და იმ ვიზიტიდან გამომდინარე, რომელიც განხორციელდა სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოში, ვგულისხმობ უნგრეთის დელეგაციის ვიზიტს. ეს იყო ფართო დელეგაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მთლიანად მინისტრთა კაბინეტი. იქ გაკეთებული განცხადებები ჩვენთვის რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელივანესი. მეორეს მხრივ, დასანანია ის ფაქტი და გარემოება, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსები ასე უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ჩვენს ქვეყანაში მოიძებნენ ადამიანები, პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები, რომლებიც აკეთებენ არაფერს გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებს აძაგებენ და მათ მიმართ ცდილობენ ნეგატიური განწყობის შექმნას ჩვენს სახელმწიფოში. მივიჩნევ, რომ ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.