ვერძი
ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. თუ არ იზარმაცებთ, დიდებულ მოსავალს მოიმკით. როგორი მაცდური და მომხიბლავიც არ უნდა ჩანდეს წინადადება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, დათანხმებას ნუ იჩქარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია შეცდომა, რომელი თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.
კურო
უფროს ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. მშობლებს თქვენი არჩევანი არ მოსწონთ და მათ გადარწმუნებას ტყუილად ეცდებით. ცდილობთ ნაჩხუბარი ადამიანები შეარიგოთ, მაგრამ საპირისპირო შედეგს მიიღებთ.. შესაფერისი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. მთავარია, ნერვებმა არ გიღალატოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
ტყუპები
ძლიერი ნებისყოფა ბევრი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გამოცდილება და სწრაფი რეაქცია საშუალებას გძლევთ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. სავარაუდოდ, ხელმძღვანელობას თქვენი წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება და ხელფასს მოგიმატებთ.
კირჩხიბი
პლანეტების განლაგება და კოსმოსი თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის მოქმედებით იმედგაცრუებული დარჩეთ. ვარსკვლავები შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოინახულოთ.
ლომი
გირჩევთ, ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. რთულ დროს შეგიძლიათ საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. ფრთხილად იყავით – სპორტულმა ვარჯიშმა შეიძლება ტრავმა გამოიწვიოს. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
ქალწული
ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. მოერიდეთ ნერვიულობას, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას აზიანებს. თუ წარმატებაზე ოცნებობთ, შესაფერისი მომენტის არჩევა და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნება უნდა შეძლოთ. დღის პირველ ნახევარში შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.
სასწორი
ამ დღეს მშობლებთან ან სამსახურის ხელმძღვანელთან კამათი გელით. ეცადეთ, მდგომარეობა არ გაამწვავოთ და კომპრომისს დათანხმდეთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ძველი ვალების გადახდა მოგთხოვოთ. დღის ბოლოს მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება გელით. შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს და ამისთვის მზად იყავით.
მორიელი
საუკეთესო დღეა მივლინებისა და მოლაპარაკებებისთვის. ეცადეთ ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, მშვიდად და უემოციოდ მიიღოთ. გირჩევთ, ამ დღისთვის სერიოზული სამუშაო და მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დაგეგმოთ.
მშვილდოსანი
პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ზოგიერთი ნაცნობის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა მოგიწიოთ.
თხის რქა
ამ დღეს უმჯობესია, დაისვენოთ, რადგან თქვენი არც ერთ აქტივობა შედეგს არ მოიტანს. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან უმცირესი შეცდომა ფინანსურად დაგაზარალებთ. მეგობრების დახმარებით ძველი პრობლემების გადაჭრის საინტერესო გზას იპოვით. აკონტროლეთ საკუთარი სურვილები და ეცადეთ რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ.
მერწყული
სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა წარმატებით დასრულდება. მეგობრებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ – ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ და მარტო დარჩებით. ამ დღეს ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.
თევზები
ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. იზრდება ნერვიულობის ნიადაგზე ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.