რა დაშავდება იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უბრალოდ განმარტოს კომპეტენციის ფარგლები? ოპოზიცია რას მავნებლობს და ფიქრობს ეს სხვა საკითხია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა შეაფასა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ბოლო განცხადებაში თავად აღიარა, რომ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი ჰქონდა.
„ეს სამწუხაროდ პრაქტიკული აღიარება იყო. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ამ სარჩელის შედეგი იქნებოდა კონკრეტული სანქცია, შედეგი მთავრობის მხრიდან არის მოთხოვნილი და ამას ჰქვია განმარტება, მოხდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა და თუ ეს საკითხი არ იქნებოდა აქტუალური, მაშინ კამათსაც არ გამოიწვევდა. რა დაშავდება იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უბრალოდ განმარტოს კომპეტენციის ფარგლები? ოპოზიცია რას მავნებლობს და ფიქრობს ეს სხვა საკითხია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.