ქართველმა ხალხმა დიდი ხანია ევროპული არჩევანი გააკეთა – გურამ ოქროპირიძე

დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქციისქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოწევრი გურამ ოქროპირიძე ოპოზიციონერ კოლეგებს გამოეხმაურა და მათ განცხადებებს ცინიკური და დესტრუქციული უწოდა. გურამ ოქროპირიძის თქმით, ქართველმა ხალხმა დიდი ხანია ევროპული არჩევანი გააკეთა

,,სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკა ღირებულებებისა და ფასეულობებისგან დაიცალა და ბევრი დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფი გაჩნდა, რომელთაგანაც ღირებულებებისგან დაცლილი უცნაური შეფასებები მოვისმინე’’,- განაცხადა საკრებულოს წევრმა და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებს საკუთარი მმართველობის პერიოდი შეახსენა

გურამ ოქროპირიძის თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ირღვეოდა დასავლური ღირებულებები და ადამიანის უფლებები, სწორედ მათი მმართველობის დროს ხდებოდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა

,,თქვენ არ მოგწონთ დედაქალაქის ბიუჯეტი, თუმცა, არ შემოგვთავაზეთ თქვენს მიერ შემუშავებული ალტერნატიული ბიუჯეტი, დაიწუნეთ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, თუმცა, საკუთარი ხედვები არც ამ მიმართულებით შემოგითავაზებიათ’’,- აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ და კოლეგებს ნაცვლად უსაფუძვლო კრიტიკისა, თანამშრომლობისკენ მოუწოდა.