“ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას, ევროპას და არა ურთიერთობა ისეთ ქვეყანასთან, რომელიც მათი ქვეყნის 20%-ს აკონტროლებს”- ჯინ შაჰინი

სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც სენატორი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას, ევროპას.

„ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას, ევროპას და არა ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობა, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და მათი ქვეყნის 20%-ს აკონტროლებს. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს“, – წერს ჯინ შაჰინი.