საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერევანში სავაჭრო ცენტრში მომხდარ აფეთქებას “ტვიტერზე” ეხმაურება.
ზურაბიშვილი მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“ღრმად დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები, ასევე მინდა ვუსურვო ძალა და გამძლეობა სასწრაფო დახმარების მუშაკებს. მე სომეხი ხალხის გვერდით ვდგავარ”,- წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ერევანში სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვი და ორსული ქალია.