პირველი ქართული მობილური ოპერატორი mobineX დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად გაიხსნა

პირველი ქართული მობილური ოპერატორი mobineX -ის გახსნის ღონისძიება 2023 წლის 19 მაისს ქალაქ ლონდონში გაიმართა.

mobineX–ი არის პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ოპერირება 2023 წლის დასაწყისში დაიწყო.

როგორც  „ჯორჯიან თაიმსს“, კომპანია Mobinex-იდან აცნობეს ლონდონში პირველი ქართული მობილური ოპერატორის გახსნის   ღონისძიებას  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, დიპლომატიური კორპუსის, მედიის, კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მივესალმები პირველი ქართული მობილური ოპერატორის გახსნას დიდ ბრიტანეთში. ქართული დიასპორის წარმომადგენლების წარმატებული საქმიანობა დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვანი ნაბიჯია და წარმატება მინდა ვუსურვო mobineX-ის დამფუძნებლებს მათ საქმიანობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული კომპანიების დიდ ბრიტანეთში დამკვიდრებასა და ბიზნეს კავშირების გაღრმავებას,“ – აცხადებს  გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა.

mobineX–ი მომხმარებლებს მობილური სატელეფონო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს – იქნება ეს ლოკალური თუ საერთაშორისო ზარები, SMS–ები და მობილური ინტერნეტი.

კომპანია იყენებს დიდ ბრიტანეთში არსებული უმსხვილესი მობილური ქსელი EE-ს ინფრასტრუქტურას, რომელსაც აქვს სრულყოფილი დაფარვა, იდეალური ტექნიკური აღჭურვილობა და ყველაზე სწრაფი ინტერნეტი.

mobineX–ი არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი – INTELIEXPRESS, საერთაშორისო ამანათები – Inex Group თუ ტელეკომუნიკაცია – InexPHONE და ღვინის კომპანია – გიუაანი

.

“ვფიქრობ mobineX–ის გაშვება საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც უშუალოდ ჩვენი კომპანიისთვის, ისე საქართველოს ბიზნეს გარემოს განვითარებისთვის. მჯერა mobineX–ის წარმატების და ვიმედოვნებ, რომ  ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა გასცდება დიდი ბრიტანეთის საზღვრებს და სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც შევძლებთ მობილურ ოპერატორად ფუნქციონირებას“ – აცხადებს mobineX–ის თანადამფუძნებელი რატი ახლედიანი.

mobineX–ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ–გვერდს – www.mobinex.uk

mobineX–ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ–გვერდს – www.mobinex.uk

კომპანიის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე – 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარიკა ომანიძე – CMO

ტელეფონი: +995 555 109 193

ელ.ფოტა: m.omanidze@mobinex.uk ან marketing@mobinex.uk

(R)