ნატომ 1988 წლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო.
განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სწავლება, სახელწოდებით „მტკიცე მცველი”- ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკის პორტიდან, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების სადესანტო გემის გასვლით დაიწყო, რომელიც ატლანტიკის ოკეანეს გადაკვეთს.
წვრთნის ფარგლებში, ეს პირველი ტაქტიკური მანევრი იქნება. იანვრის ბოლომდე მას კანადის ფლოტის გემი შეუერთდება, რომელიც ჰალიფაქსის პორტიდან ევროპისკენ გაემართება.
სწავლება რამდენიმე ეტაპისგან შედგება, რომელიც სხვადასხვა ადგილას ჩატარდება, ჩრდილოეთ ამერიკიდან ნატოს აღმოსავლეთ ფლანგამდე. წვრთნაში ჩართული იქნება 90 000 სამხედრო მოსამსახურე, 50 სამხედრო-საზღვაო გემი, 80 თვითმფრინავი და 1 100-ზე მეტი საბრძოლო მანქანა.