დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების ჩართვას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემოწმების საქმეში და იმ ადამიანებს, რომლებიც ექსპერტთა დასკვნას დიდი იმედით ელოდებიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი.
ჟურნალისტი ამბობს, რომ საქმეში ფსიქიატრი ჩაერთო, რასაც თავად მძინარაშვილი სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან ელოდებოდა.
„ამერიკიდან ექსპერტი ჩამოვიდაო!..
ნაცსექტანტებს მაინც რა გიხარიათ?! სასამართლო ფსიქიატრია ეგ ექსპერტი, ფსიქიატრი! შესაბამისად, უნდა დაადგინოს, – თქვენი ბელადი ჯანმრთელია თუ უკვე გასულია მენტალობის მიღმა!
მე კი ვიცი, რაც ხდება და რაც სჭირს, და ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ, იტყვის ამერიკელი ფსიქიატრი და დაუჯერეთ ერიკ დევიდ გოლდსმიტს!
P. S. გახსოვთ, ალბათ: სააკაშვილის დაპატიმრებიდან ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა გაასინჯონ ფსიქიატრებს! სასურველია, ამერიკელ და ევროპელ ფსიქიატრებს! ჰოდა, კი ჩამოვიდა აგერ, ფსიქიატრი! გასინჯოს!“- წერს ბონდო მძინარაშვილი.
ცნობისათვის, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გუშინ 2 უცხოელი ექსპერტი შეხვდა. სამედიცინო ცენტრ “ვივამედში” ამერიკელი ფსიქიატრი, მედიცინის დოქტორი, ერიკ დევიდ გოლდსმითი და გაეროში აკრედიტებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი შვეიცარიელი ონდერ ოსქალიფჩი გუშინ იმყოფებოდნენ. მათ გარდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ 3 საერთაშორისო სპეციალისტი შეაფასებს.