“ნაციონალური მოძრაობის” და თემურ ალასანიას მეგობრებს სურთ, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები გადმოვიდეს საქართველოში, – განაცხადა ლაშა ამირეჯიბმა რადიო “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, გადაცემაში “რეალური პოლიტიკა” მალხაზ გულაშვილთან ერთად.
“იმის სურვილი, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები გადმოვიდეს საქართველოში, ამის სურვილი ჩანს. “ნაციონალური მოძრაობის” მეგობარი პარტიები იქნება ეს ევროპაში, თუ თემურ ალასანიას გარკვეული კონტაქტები, მეგობრები, თეთრი სახლის მესვეურები, ამ ყველაფრის საქმის კურსში არიან. ვაშინგტონში და ამერიკაში არის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, ვისაც ძალიან სურს ომი გადმოიტანონ საქართველოში.
ჩვენ ან უნდა გავწიროთ ბიძინა ივანიშვილი თავისი სიმდიდრით და გადმოვიტანოთ ომი საქართველოში, ან უნდა დავუდგეთ ხელისუფლებას ბოლომდე, გამოვიდეთ გარეთ და დავანახოთ ჩვენს მტრებს, რომ ქართველებს ომი არ გვინდა და ვუდგავართ ხელისუფლებას გვერდში. აქვე ერთი რამ უნდა ვთქვა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკას და ევროპას ძალიან ეშინია ხალხის ქუჩაში გამოსვლის. როცა 2012 წელს მოლაპარაკება იყო, რომ არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობას” უნდა აეღო 65% და დაინახეს ხალხის პროტესტი, ამ გეგმაზე უარი თქვეს. აქედან გამომდინარე, სხვა გაოსავალი არ არის. თუ არ გამოვალთ გარეთ და არ ვაჩვენებთ, რომ ხელისუფლებას მხარს ვუჭერთ, ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით”, – განაცხადა ლაშა ამირეჯიბმა.