საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისასვლელად მზად არის, თუმცა დისტანციურ რეჟიმში ჩართვის ხარისხი არ აკმაყოფილებს.
კლინიკა „ვივა მედიდან“ გაგზავნილი წერილი, სასამართლო პროცესზე, მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დასაწყისში წაიკითხა.
„მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს“, – აღნიშნავს სააკაშვილი თავის წერილში.
მოსამართლის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმმა ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.