მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა – ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ხაზს ვუსვამთ, რომ ტაჯიკეთის მხარეს ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ ამჟამად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებისგან არანაირი დადასტურება არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, რუსეთის სამთავრობო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნოთ“, – აცხადებს ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ტაჯიკეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ შეიძლება ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება გამოიწვიოს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 4 „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა. რუსულმა მედიამ 4 ეჭვმიტანილის ვინაობა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ისინი ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.