“მომხრე ვარ ყველანაირი ლუსტრაციის, ჩემით დავიწყოთ და ბიძინათი დავამთავროთ”-ელენე ხოშტარია

“ჩემით დავიწყოთ და ბიძინათი დავამთავროთ,” – წერს სოციალურ ქსელში, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია.

“პოლონეთში რომ მგიმოელები გაყარეს, ძალიანაც კარგი. მომხრე ვარ ყველანაირი ლუსტრაციის, ჩემით დავიწყოთ და ბიძინათი დავამთავროთ, ან პირიქით, ჩემთვის სულერთია. შედეგებს ერთად ვუყუროთ. პოპკორნი ჩემზეა” – წერს ხოშტარია.

 პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის იგივე “მგიმოს” კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს.

 

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ აცხადებს, აღნიშნული ზომა დეკომუნიზაციის ფარგლებში მიიღეს, რაც თავის მხრივ ლუსტრაციის კანონის შედეგია.

მინისტრის თქმით, უკვე ორი თვეა, უწყებაში ასეთი კადრი აღარ ფიქსირდება.

ზბიგნევ რაუ განმარტავს, რომ„ МГИМО-ს კურსდამთავრებულები იძულებული იყვნენ, რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ ემუშავათ“.