“საუნივერსიტეტო დიპლომატია და კონფლიქტი საქართველოში”

2022 წლის 27 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე ტაფტის უნივერსიტეტთან (აშშ) არსებულმა ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლამ, რომელიც ამ სფეროში მსოფლიო მნიშვნელობის ავტორიტეტია, მიიწვია „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ შესახებ საჯარო ლექციების წასაკითხად.

2023 წლის 14 თებერვალს ტაფტის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ფლეტჩერის სკოლის მკვლევრის, ქალბატონ ჰანნა ქემპიანუს წერილი: „საუნივერსიტეტო დიპლომატია და კონფლიქტი საქართველოში“.

 გთავაზობთ სტატიის თარგმანს:

 „რუსეთისა და ევრაზიის კვლევების პროგრამის ორგანიზებით, ფლეტჩერის სკოლაში თბილისში მდებარე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გაიმართა საუბარი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე ტაფტის უნივერსიტეტის პროფესორები ეილინ ბაბიტი, დიანა ჩიგასი და ალან ჰენრიქსონი, რადგან ისინი წლებია ჩართულნი არიან კონფლიქტების კვლევებსა და სახალხო დიპლომატიაში.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაფუძნებულია სოხუმში, აფხაზეთში, რომელიც ამჟამად რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაპყრობილ 20 პროცენტთან ერთად. უმაღლესი სასწავლებელი დედაქალაქ თბილისში 1993 წელს, აფხაზეთის ომის შემდეგ, გადავიდა. სსუ-ს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების უმეტესობა აფხაზეთიდანაა და უნივერსიტეტი ცდილობს, შეასრულოს ინტელექტუალური ხიდი, ცდილობს სოხუმთან დაკავშირებას, რისთვისაც არაფორმალურ დიპლომატიას იყენებს.

 ზ. ხონელიძემ ფლეტჩერის სკოლის მკვლევარებს გააცნო მისი კონცეფცია „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო დიპლომატიაში უნივერსიტეტებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ.

„მშვიდობის ქართული პარადიგმის“ კონცეფციაში ზ. ხონელიძემ განიხილა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების მართვაში. ის საქართველოს განიხილავს, როგორც ჰაბს და პლატფორმას არსებითი სამშვიდობო და კონფლიქტური დისკუსიებისთვის, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია ჩაერთოს რეგიონალურ ძალებთან. ავტორი მიიჩნევს, რომ ამ პარადიგმის მიხედვით, საუნივერსიტეტო დიპლომატია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

 ზ. ხონელიძეს, როგორც საქართველოს ყოფილ ელჩს, რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) და ბელარუსში საქართველოს დიპლომატიური მისიის თავკაცს, აქვს უშუალო გამოცდილება, საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, რუსეთთან მოლაპარაკებებისა 1990-იანი წლების დასაწყისიდან. რუსეთის შემოჭრის შემდეგ, საქართველომ დსთ მალევე დატოვს.

 ზ. ხონელიძემ 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტიდან რამდენიმე საკვანძო მომენტი გაიხსენა  და თქვა: „აფხაზეთში კონფლიქტი 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა და ეს იყო კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის… ეს არ იყო [ეთნიკური] კონფლიქტი აფხაზეთსა და ქართველებს შორის“. მისი მტკიცებით, კონფლიქტი „რუსეთმა შექმნა და მართავს“.

 ვინაიდან კონფლიქტები რეგიონში საფრთხეს უქმნის როგორც თავისუფლებას, ასევე დემოკრატიულ ღირებულებებს, ზ. ხონელიძემ კითხვა დასვა, მზად არიან თუ არა აკადემიური ინსტიტუტები შეასრულონ საკუთარი როლი მრავალმხრივ დიპლომატიაში პროაქტიული დღის წესრიგით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტი არ მთავრდება ზავის ან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით, არამედ დასრულებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხებს შორის ნდობა აღდგება. თუმცა, მისი აზრით, „შეუძლებელი“ იქნება კონფლიქტამდე არსებულ პირობებზე დაბრუნება.

2021 წელს რუსეთმა კავკასიის რეგიონს „3+3“ ფორმატი შესთავაზა, რომელშიც საქართველომაც მიიღო მოწვევა, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან, თურქეთთან და რუსეთთან ერთად. თუმცა ზ. ხონელიძისთვის ეს ფორმატი მიუღებელია.

 „ამ ფორმატში გაწევრიანება, რომელშიც ძირითადად ავტორიტარული სახელმწიფოებია, ნიშნავს საქართველოს მხრიდან სუვერენიტეტისა და თავისუფლების დათმობას… ამ ჯგუფში საქართველოს ადგილი არ არის ევროკავშირისა და შეერთებული შტატების გარეშე“, – განაცხადა მან. 

საქართველო, 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მუდმივად აგრძელებდა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზას. საკუთრივ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია საქართველოსა და უკრაინას ალიანსში საბოლოო გაწევრიანებას 2008 წლის აპრილში დაჰპირდა. 2022 წლის მარტში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, ქართველთა 82% მხარს უჭერს ევროკავშირთან ინტეგრაციას, 71% კი NATO-ში გაწევრიანების მომხრეა. საქართველოს მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებებისა და ინსტიტუტებისადმი 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

 როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ურთიერთობების უძველესი სკოლა, ფლეტჩერის სკოლა დიდი ხანია არის სივრცე საუნივერსიტეტო დიპლომატიისათვის. ამ ღონისძიებაზე, აშშ-ისა და ევროპის აკადემიური სფეროსა და პოლიტიკური ლიდერები განიხილავენ უნივერსიტეტების როლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, როგორც გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ნაწილს და აგრძელებენ ამ ტრადიციას“.

 ამდენად, ქალბატონ ჰ. ქემპიანუს წერილი, რომელიც სრულად გამოხატავს მსოფლიო დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობებში საყოველთაოდ აღიარებული ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლის პოზიციას, შეიძლება ითქვას, რომ „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ უნიკალური იდეის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

 აღსანიშნავია, რომ ტაფტის უნივერსიტეტის პროფესორმა ალან ჰენრიქსონმაც უმაღლესი შეფასება მისცა ამ კონცეფციას:

„ზურაბ ხონელიძის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ არის ღრმად გამოხატული ეროვნული მისწრაფება, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მოგვარებისკენ როგორც თავად საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მთელ სამხრეთ კავკასიაში. იმის ნაცვლად, რომ დაეყრდნოს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან შესთავაზოს ახალი ფორმალური სტრუქტურები, ის ავითარებს მშვიდობის მშენებლობის „ორგანულ“ კონცეფციას. რეგიონის მრავალფეროვან ხალხებს, თავიანთი გადახლართული კულტურული ფესვებითა და მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციებით, შეუძლიათ არაპოლიტიკური განვითარება საუნივერსიტეტო დიპლომატიის ინოვაციური ფორმატის მეშვეობით. რექტორი ზ. ხონელიძე, რომელმაც ამ მიმართულებით საქართველოსთვის პერსპექტიული პროგრამა წამოიწყო, ახალ ფუნქციას აღიქვამს, როგორც განათლების, მეცნიერებისა და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სინერგიას“.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძის სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრები და ექსპერტები სისტემატურად უგზავნიან და აცნობენ მათ პოზიტიურ დამოკიდებულებასა და უმაღლეს შეფასებას მშვიდობის ქართულ პარადიგმის – საუნივერსიტეტო დიპლომატიასთან დაკავშირებით.