მოხარული ვარ ემანუელ მაკრონთან შეხვედრით. მადლიერი ვართ საქართველოს ევროკავშირის გზაზე პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერის გვერდზე წერს.
როგორც ღარიბაშვილი წერს, სჯერა, საფრანგეთი მხარდაჭერას კიდევ უფრო გააძლიერებს.
„გვჯერა, საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე წარმატებით წინსვლაში დაგვეხმარება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.