უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი აცხადებს, რომ ქალაქში უკრაინელმა პარტიზანებმა რუსების ორი სამხედრო ბაზა გაანადგურეს.
მისივე თქმით, ოკუპანტების მოქმედებების გამო, ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა.
„ორი რუსული სამხედრო ბაზა განადგურდა. ერთი არის ქალაქგარეთ, 10 კილომეტრის მოშორებით, სადაც სამხედრო ტექნიკა ინახებოდა, მეორე სამხედრო ბაზა კი მელიტოპოლის სამხედრო აეროდრომთან მდებარეობდა.
რაც შეეხება ზაპოროჟიეს ოლქში არსებულ სიტუაციას, ამჟამად ოლქის ოკუპირებული ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა. ბოლო კვირაში ეს უკვე მეორე გათიშვაა“, – განაცხადა ფიოდოროვმა.