ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8019 ლარი ეღირება, ევრო – 2.8378 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3682 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7877 ლარი ღირდა, ევრო – 2.8426 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3636 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 აგვისტოსთვის ამოქმედდება.