ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7652 ლარი ეღირება, ევრო – 2.8299 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3650 ლარი.

 

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7703 ლარი ღირდა, ევრო – 2.8071 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3565 ლარი.

 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 ივლისისთვის ამოქმედდება.