Warning: getimagesize(https://gtradio.ge/wp-content/uploads/2024/07/adsdas.jpg): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.0 404 Not Found in /home/gtradio/public_html/wp-content/plugins/easy-social-share-buttons3/lib/modules/social-share-optimization/class-opengraph.php on line 630

კიმბერლი ჩიტლი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის ფონზე გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

აღინიშნება, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მოსმენიდან მეორე დღეს გამოაცხადა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა 13 ივლისს ტრამპზე მომხდარი თავდასხმის დროს საიდუმლო სამსახურის ქმედებები გააკრიტიკეს. მაშინ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა გადადგომაზე და განაცხადა, რომ ის ყველა კვალიფიციური ადამიანია ამ თანამდებობისთვის. ამავდროულად, ჩიტლმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმის აღკვეთა ვერ მოხერხდა.

ამისდა მიუხედავად, რესპუბლიკური პარტიის წევრები აქტიურად მოითხოვდნენ ჩიტლის გადადგომას და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მხრიდან მისი საქმიანობის გამოძიებას.

ცნობისთვის, აშშ-ის საიდუმლო სამსახური პასუხისმგებელია პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, მათი ოჯახის წევრებისა და მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატების უსაფრთხოებაზე.