სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ დღეს. ასეთი დიდი ნაბიჯი, ასეთი გარდატეხა ქართული სახელმწიფოს მომავლისათვის არ დამდგარა მას შემდეგ, რაც აღდგა დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ დღეს. ასეთი დიდი ნაბიჯი, ასეთი გარდატეხა ქართული სახელმწიფოს მომავლისათვის არ დამდგარა მას შემდეგ, რაც აღდგა დამოუკიდებლობა. ევროკომისიის გადაწყვეტილება არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი სამხრეთ კავკასიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისათვის და პოლიტიკური პერსპექტივის გაჩენისათვის. ამ პროცესში ძალიან ცუდი როლი შეასრულეს იმ ადამიანებმა, რომლებიც უკვე გვარებით ვიცით – ვინც დადიოდნენ და ახლაც იქ ბრძანდებიან, ბრიუსელში. აკეთებენ ყველაფერს, რომ დააზიანონ ეს [ევროინტეგრაციის] პროცესი. საქართველოს ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, გაიარა დანის პირზე და შეასრულა თავისი დავალება და დანიშნულება ძალიან მაღალ დონეზე და კარგად. რაც შეეხება ოპოზიციად წოდებულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც დადიოდნენ და პირდაპირ საბოტაჟს ახდენდნენ ამ პროცესის, მათმა მცდელობამ, როგორც აღმოჩნდა, ვერ გამოიღო შედეგი და დასრულდა სრული ფიასკოთი“, – აღნიშნა გიორგობიანმა.