“ჰამასი” ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აყენებს -ჯონ კირბი

თეთრი სახლი გაერო-ს გენერალური მდივანის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებას ეხმაურება, სადაც გუტერეშმა აღნიშნა, რომ ღაზა ბავშვთა სასაფლაოს ემსგავსება.

„ჰამასი ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აყენებს“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

კირბის თქმით, „ჰამასი“ საავადმყოფოების ქვეშ აშენებდა გვირაბებს და ბავშვებს მძევლებად იყენებდა.

„ჩვენ ვიცით, რომ 240 მძევლის გარდა, კიდევ სხვა მძევლები ჰყავთ, რომლებიც არიან ბავშვები. ჩვენ ვცდილობთ ამ ბავშვების გათავისუფლებას“, – აღნიშნა მან.

კირბიმ ასევე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სთხოვა ისრაელელ კოლეგებს, იყონ რაც შეიძლება ფრთხილები „ჰამასის“ სამიზნეებზე იერიშისას, რათა თავიდან აიცილონ მეტი სამოქალაქო ტრაგედია.