კალინიგრადის ოლქში თვითმფრინავი Су-30 ჩამოვარდა, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დასავლეთის სამხედრო ოლქი ავრცელებს.

„კალინინგრადის ოლქში სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს ორადგილიანი თვითმფრინავი Су-30 ჩამოვარდა. ფრენა საბრძოლო მასალის გარეშე ხორციელდებოდა. ეკიპაჟი დაიღუპა“, - ნათქვამია განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.