საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გმობს.
როგორც პრემიერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, პოლიტიკაში ძალადობა მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის.
„კატეგორიულად ვგმობ სამარცხვინო თავდასხმას დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენზე. პოლიტიკაში ძალადობის გამოყენება მიუღებელია და ცივილიზებულ სამყაროში მისი ადგილი არ არის. პრემიერ-მინისტრ ფრედერიკსენს ჯანმრთელობას ვუსურვებ“, – აღნიშნავს პრემიერი.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.