ირაკლი ღარიბაშვილმა ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ტაშკენტში შოთა რუსთაველის სახელობის რეკონსტრუირებული სკვერის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა დედაქალაქის მერთან ერთად სკვერში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკო.

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ამავე ქუჩაზე განთავსებულია შოთა რუსთაველის ძეგლი და ასევე, მიმდებარე სკვერიც შოთა რუსთაველის სახელობისაა. უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ აბდუშელიშვილის ინიციატივითა და ტაშკენტის მერიის ხელშეწყობით, შოთა რუსთაველის ძეგლსა და სკვერს სრული რეკონსტრუქცია 2022 წელს ჩაუტარდა.