ილია სულამანიძემ ბაქოს გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო

ილია სულამანიძემ (100 კგ) ბაქოში, გრანდ სლემის ბოლო დღეს ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან პოლონელი სპორტსმენი პიოტრ კუჩერა იპონით დაამარცხა. ბრძოლა წუთზე ნაკლებ დროში დასრულდა. სულამანიძემ ბაქოს ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.