გლდანში ნიკა მელია დააკავეს

გლდანში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები არიან ბაჩო დოლიძე და დიმიტრი ბიძინაშვილიც. 

გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ცხოვრობს. ირაკლი ეძგვერაძის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა მოხდა. სამართალდამცველები ტერიტორიაზე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ.