გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა, თბილისის აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობისას დაეშვა, – ამის შესახებ Spiegel-ი წერს.
გამოცემის ცნობით, პირველი მცდელობისას თვითმფრინავის დაჯდომა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს სხვა თვითმფრინავი ბლოკავდა.
Spiegel-ი წერს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიედან ჩამოსული Airbus A340-300 თბილისში ადგილობრივი დროით 23:00 საათზე უნდა დაშვებულიყო და დაახლოებით 23:20 საათზე დაჯდა.
გამოცემის ცნობით, მეორე მცდელობის შედეგად თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში უპრობლემოდ დაეშვა.