ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია – ზურაბ აბაშიძე

ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ, ბრიუსელში, CORLEAP – ის ორგანიზებით გამართულ ევროპის გაფართოების დღისადმი მიძღვნილ ორდღიან კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა,  რომლის ძირითადი ნაწილიც, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას  ევროპული პერსპექტივის გზებზე მსჯელობას დაეთმო.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, კიევისა და სელემეტის მერებთანვიტალი კლიჩკოსთან და ტატიანა ბადანთანასევე ზალცბურგის სახელმწიფო პარლამენტის წარმომადგენელთანფრანც შაუსბერგერთან და უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელთანგეორგ ზიგლერთან ერთად, პანელურ დებატებში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლისას,  ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს  ევროინტეგრაციას გაუსვა ხაზი.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველო ყოველთვის იზიარებდა იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც ქმნიან თანამედროვე ევროკავშირის ქვაკუთხედს, რაც დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, თანასწორობასა და ასევე, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას მოიცავს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან, უკრაინაში მიმდინარე გაუმართლებელი  სამხედრო აგრესია  საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის ტრაგიკული ახლო წარსულია, რამაც ქვეყანას ათასობით დაღუპული და დაშავებული, ასევე, ნახევარი მილიონი დევნილი შემატა.

დღესვე, ქართული დელეგაციის წევრმა,  საქართველოს განაცხადზე მოსაზრების მომზადებისა და  მიღებული გადაწყვეტილებისთვის, ევროკომისიასა და  ევროპის საბჭოს მადლობა გადაუხადა და ამ ფაქტს  ისტორიული უწოდა. მანვე, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესის დასრულების შემდეგ, ევროინტეგრაციის კუთხით, ქვეყანას  საკმაოდ მტკიცე პოზიცია მიენიჭება.

 

რასაკვირველია, უაღრესად პოზიტიური მოვლენაა, რომ  ევროკავშირი საქართველოს ოფიციალურად პირველად ანიჭებს ევროპულ პერსპექტივას. ეს არის მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ღიად აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის საიმედო და ერთგული პარტნიორი. ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA- წარმატებით განხორციელებას, რომელთა დაახლოებით 50% უკვე შესრულებულია. ამ კუთხით, პროგრესი შეუქცევადია და სანამ ჩვენ დავასრულებთ AA- განხორციელების პროცესს, ევროკავშირის კანონმდებლობის დაახლოებით 70% იქნება ინტეგრირებული ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც საქართველოს საკმაოდ მტკიცე პოზიციას მიანიჭებს ევროინტეგრაციის კუთხით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობის 83% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, შესაბამისად, საქართველო ძალიან მოტივირებულია შეასრულოს საშინაო დავალება და განახორციელოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები, რა მიზნითაც უკვე გადაიდგა კიდეც პირველი ნაბიჯები,განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, სიტყვით გამოსვლისას უკრაინისა და მოლდოვას დელეგაციას,  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან საქართველო მოძმე უკრაინისა და მეგობარი მოლდოვასგან, მხოლოდ დეპოლარიზაციის საკითხის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ ოპოზიციის პასუხისმგებლობასაც მოიაზრებს.

ევროპის გაფართოების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარე, რამდენიმე პანელურ სესიად იყო დაყოფილიახალგაზრდობის ევროპული წლის ფარგლებში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზეც იმსჯელეს. როგორც   შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ იმ პროგრამებსა და შესაძლებლობებზე, რითაც მათი ევროპელი თანატოლები სარგებლობენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 2022 წელი ახალგაზრდობის ევროპულ წლად გამოცხადდა, შესაბამისად, წელს დაგეგმილი ღონისძიებები ევროპელი ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით განხორციელდება.