Warning: getimagesize(https://gtradio.ge/wp-content/uploads/2024/06/ghfhgf.jpg): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.0 404 Not Found in /home/gtradio/public_html/wp-content/plugins/easy-social-share-buttons3/lib/modules/social-share-optimization/class-opengraph.php on line 630

ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი – კაია კალასი

ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი X-ზე წერს.

„უკრაინის მშვიდობის სამიტზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ვისაუბრე. ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს“, – წერს კაია კალასი.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.