ძალიან კონკრეტული გზამკვლევი გვაქვს მოცემული, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ახლო მომავალში გავხდეთ უკვე კანდიდატი წევრი და იმის შანსიც გვაქვს, რომ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების ნაწილში გავასწოროთ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს უფრო სწრაფად შეუძლია ევროკავშირისკენ წინ წასვლა, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ომის პირობებში მიღებული გადაწყვეტილება. ეს ომი დასრულდება, ამასობაში ალბათ ემოციური ფონიც მოიხსნება და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო უკრაინას და მოლდოვას ყველა პარამეტრით წინ უსწრებს, ჩვენ შეგვიძლია ბევრად უფრო სწრაფად წავიდეთ წინ ევროკავშირისკენ ვიდრე უკრაინა და მოლდოვა,“-განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პირობებს თან ახლავს კონკრეტული ვადებიც. მისივე თქმით, პირობები ასოცირების დღის წესრიგს იმეორებს.
„ საუბარია პოლარიზაციის შემცირებაზე, რაც არის ყველას პასუხისმგებლობა. საუბარია საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომ დახვეწაზე, სასამართო რეფორმაზე არის ერთი აბზაცი და ზუსტად იმეორებს ასოცირების დღის წესრიგს. არის ზოგადი მოთხოვნები, თუ რა ფორმით უნდა გახორციელდეს, რა თემებს უნდა შეეხებოდეს სასამართლო რეფორმა. საუბარია ანტიკორუფციული ზომების გატარებაზე, საუბარია დეოლიგარქიზაციაზე. საუბარია ასევე ორგანიზებული კრიმინალის მიმართელბით კონკრეტულ გასატარებელ ღონისძიებებზე საუბარია ასევე მედიის ნაწილში მედიის თავისფულების შენარჩუნებაზე, ადამიანის უფლებებზე, მათ შორის სათანადო გამოძიებაზე, აქ საუბარია ქალთა მიმართ ძალადობაზე, საუბარია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე. აქ ერთი რამე მინდა გითხრათ. ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა უამრავი მცდელობა ჩაერთო სამოქალაქო საზოგადოების მათ შორის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშრებული ngo-ების ლიდერები სხვადასხვა პროცესში, თუმცა მათი მხრიდან იყო კატეგორიული უარი მთელი ამ წლების განმავლობაში ეს დაიწყო 2017 წელს და ყოველ ჯერზე მათი მხრიდან იყო უარი. აქედან გამომდიანრე ეს რეკომენდაცია პირველ რიგში სწორედ ამ ngo-ებისკენ არის მიმართული,“- განაცხადა კობახიძემ.