ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი ექსტრემისტია, რა აშშ-ის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ფილადელფიაში მდებარე იმ დარბაზიდან გააკეთა, სადაც აშშ-ის კონსტიტუციას მოეწერა ხელი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ბაიდენმა თქვა, რომ ტრამპის მხარდამჭერების ნაწილი, რომელთაც რესპუბლიკურ პარტიაზე დიდი გავლენა აქვთ, ქვეყანას წარსულში აბრუნებენ.
მისივე თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების ნაწილი 2020 წლის კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეებს არა დემოკრატიაზე თავდასხმის მონაწილეებად, არამედ პატრიოტებად მიიჩნევს.
„დონალდ ტრამპი და მისი „გავხადოთ ამერიკა ისევ დიადის“ მხარდამჭერები წარმოადგენენ ექსტრემიზმს, რომელიც ემუქრება ჩვენი რესპუბლიკის საფუძვლებს. მინდა, მკაფიოდ ვთქვა. მე არ ვსაუბრობ ყველა რესპუბლიკელზე, რესპუბლიკელების უმრავლესობაც კი არ გახლავათ „გავხადოთ ამერიკა ისე დიადის“ მხარდამჭერი. ყველა რესპუბლიკელი არ არის მათი ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდამჭერი. მე ვიცი, რადგან მქონდა საშუალება, მემუშავა რესპუბლიკელების ამ ნაწილთან. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ დღეს რესპუბლიკურ პარტიაში დომინირებენ, მას მართავენ და აშინებენ დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერი რესპუბლიკელები. და ეს არის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ძალებს სურთ ქვეყნის წარსულში დაბრუნება, სადაც არჩევანის უფლება არ არსებობს. არ არსებობს კონფედენციალობის უფლება. არ არსებიბს კონტრაცეფციის უფლება. არ არსებობს უფლება, დაქორწინდე ვისზეც გიყვარს. ისინი მხარს უჭერენ ავტორიტარ ლიდერებს და პოლიტიკური ძალადობის ცეცხლს აღვივებენ, რაც საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი უფლებებისთვის, სამართლიანობისკენ მისწრაფებისთვის, კანონის უზენაესობის და ამ ქვეყნის სულისთვის. ისინი 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმში მონაწილეებს, რომლებიც ხისტად დაესხნენ თავს სამართალდამცველებს, მიიჩნევენ არა ამბოხებულებად, რომლებმაც დანა გამოუსვეს ყელში ჩვენს დემოკრატიას, არამედ ამ ხალხს პატრიოტებად მიიჩნევენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.