დღეს დავინახე ფეხბურთელები, რომლებიც არიან უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები და მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს, - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ჩეხეთთან მატჩის შემდეგ.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, იმ წარმატების შემდეგ როგორ ვითამაშებდით დღეს, მეშინოდა რომ ზედმეტი თავდაჯერებულობა გვექნებოდაგვექნებოდა, ქართულ ხასიათს მანდ გამოვავლენდით - რაღაც კარგის მერე აუცილებლად ვურევთ ხოლმე. მაგრამ დღეს ჩამოყალიბებული ფეხბურთელები დავინახე". - განაცხადა გურამ კაშიამ

საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს ტირანაში ალბანეთთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში უკრაინა გასვლით მატჩში დაამარცხა (2:1) და საქართელოს ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია.